ვალერი გელბახიანი: ოლეგ მელნიკოვმა აღიარებით ჩვენებაში სიმართლე ილაპარაკა

   ადვოკატთა ასოციაციის წევრმა და ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა განცხადება სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ჩარევა, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალება უბედურ შემთხვევად შეფასდებოდა. მისივე განცხადებით, მელნიკოვმა სასამართლო პროცესზე თქვა სიმართლე, რომელიც ყველამ იცოდა.
„სააკაშვილის ხელისუფლება დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა. მაგრამ ერთია, რომ იცი, მეორეა ის, როგორ არის დადასტურებული, რაც იყო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. არ მინდა ვთქვა, რომ ეს მკვლელობა იყო, რადგან საქმის მასალებს ვიცნობ და ეს შემთხვევა მკვლელობა არ ყოფილა. აქ რომ ხელისუფლების მაღალი პირები გარეულნი არ ყოფილიყვნენ, ეს მოვლენა ჩვეულებრივად უბედურ შემთხვევად შეფასდებოდა. მე არ ვეთანხმები „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველ პოზიციას, თითქოს აიძულეს. მელნიკოვმა, რა თქმა უნდა, თქვა სიმართლე, სიმართლე, რომელიც ყველამ იცოდა“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები