გარყვნილებას ვეწინააღმდეგებით და ყოველთვის შევეწინააღმდეგებით – აქცია ანაკლიაში
ქართველ ადამიანს თავის ტერიტორიაზე, საქართველოში უკრძალავენ გადაადგილებას, ეს არის უმძიმესი ფაქტი, – ამის შესახებ ერთ-ერთმა სასულერო პირმა ანაკლიაში „კაზანტიპის“ წინააღმდეგ გამართული მსვლელობისას განაცხადა. მისი თქმით, გარყვნილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა მათი პირდაპირი მოვალეობაა.
„ქართველ ადამიანს თავის ტერიტორიაზე, საქართველოში უკრძალავენ გადაადგილებას. ეს არის, მე მგონი, საგანგაშო ზარები და უმძიმესი ფაქტი. დროა, გონზე მოეგოს ხელისუფლება. გარყვნილებას ვეწინააღმდეგებით და ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა“, – განაცხადა სასულიერო პირმა.
სასულიერო პირებისა და მრევლის აქცია განმუხურის ხიდთან ამ დრომდე მიმდინარეობს. განმუხურის ხიდთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, აქციის მონაწილეები კი ხიდზე გადასვლას ითხოვენ. როგორც მრევლი და სასულიერო პირები აცხადებენ, ისინი მხოლოდ მოლოცვას და იმ ადგილის ნახვას აპირებენ, სადაც “კაზანტიპი” უნდა ჩატარდეს.