საგარეო უწყება: სტამბოლში, გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა – საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილობრივ სამართალდამცავებთან
“სტამბოლის ცენტრში აფეთქების შედეგად დაშავებული ან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება სტამბოლში არსებულ საქართველოს გენერალურ საკონსულოში არ შესულა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საკონსულო ადგილობრივ სამართალდამცავებთან მუდმივ კომუნიკაციაშია.
„ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.