აშშ-ში ავიაშოუზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

ამერიკის შტატ ტეხასში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “Dallas News” ავრცელებს. დაშავებულებსა და მსხვერპლზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

„თვითმფრინავი Boeing B-17 Flying Fortress და Bell P-63 Kingcobra ერთმანეთს Wings Over Dallas შოუს დროს ერთმანეთს შეეჯახნენ და ჩამოვარდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დალასის აეროპორტში, სადაც ღონისძიება მიმდინარეობდა, იტყობინებიან, რომ ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები