გიგი წერეთელი: ამ ნაბიჯმა შეიძლება გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 სექტემბრიდან დაგეგმილ ცვლილებებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი გიგი წერეთელი გამოეხმაურა. როგორც მან განმარტა, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი ცოტა ნაადრევია. ჩვენ გვქონდა რეკომენდაციები წინა პერიოდში, ეტაპობრივად, ჯანდაცვის სამინისტროს დროს გაკეთებულიყო. რა თქმა უნდა, იყო პრეპარატები, რომლებიც უნდა იყოს ექიმის დანიშნულებით გაცემული, მაგრამ ამ ნაბიჯმა შეიძლება გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.