ბოლო ცხრა თვემ ყველას უნდა ასწავლოს: არ შეგეშინდეთ „რუსული დათვის“, არ გაექცეთ ბრძოლას, გჯეროდეთ უკრაინის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
„თებერვალში ზოგი ფიქრობდა, რომ უკრაინის არმია „სამ დღეზე“ მეტ ხანს ვერ გაძლებდა. ამ დროისთვის: დაიცვა კიევი, გაათავისუფლა სამი რეგიონი, მოახდინა ხარკოვის დეოკუპაცია და მიუახლოვდა ხერსონს. ბოლო ცხრა თვემ ყველას უნდა ასწავლოს: არ შეგეშინდეთ „რუსული დათვის“, არ გაექცეთ ბრძოლას, გჯეროდეთ უკრაინის“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.