მაკა ბოჭორიშვილი: პარტნიორებთან ურთიერთობები უნდა გავაგრძელოთ იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საქართველოს დემოკრატიული განვითარება 

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი და პოლიტიკოსები აკეთებენ ისეთ შეფასებებს, როგორიც მათ სურთ. ჩვენ არ მოგვისმენია ევროკომისიის მხრიდან განმარტება ოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოთხოვნები ჩვენი მხრიდან საჯაროდაც გაკეთდა და წავიდა ევროკომისიის მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის განცხადებით, სახეზეა მცდელობა, ერთადერთი ადამიანი წარმოაჩინონ ოლიგარქად და ამას საფუძვლად არ დაუდონ ობიექტური ინფორმაცია.

„ისეთი შეფასებები, რომლებსაც ევროპარლამენტში აკეთებენ, არ მოგვისმენია. ეს არის რიგი ევროპარლამენტარების მოსაზრებები. არაერთხელ მოვისმინეთ რასას მხრიდან განსაკუთრებით, როდესაც სისტემური საკითხის პერსონალიზაციად ცდილობენ, რომ ოლიგარქად წარმოაჩინონ ერთადერთი ადამიანი საქართველოში და ამას საფუძვლად არ დაუდონ ობიექტური ინფორმაცია. ცდილობენ ასეთი იარლიყების მიკერება ადამიანებზე მოხდეს მხოლოდ მათი პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი. ასე ვერ მოხერხდება სისტემური საკითხების მიმართ სისტემური მიდგომა, რაც არ შედის ჩვენს ინტერესებში და არც ევროკავშირის ინტერესებში.ეს შეფასებები შეიძლება ეწეროს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, მაგრამ ჩვენს პარტნიორებს ურთიერთობები უნდა გავაგრძელოთ იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საქართველოს დემოკრატიული განვითარება და გააგრძელოს სვლა სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების შესაბამისად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები