შეკრებილი სასულიერო პირები და მრევლი დაშლას არ აპირებენ
სასულიერო პირებისა და მრევლის აქცია განმუხურის ხიდთან ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი დაშლას არ აპირებენ. განმუხურის ხიდთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, აქციის მონაწილეები კი ხიდზე გადასვლას ითხოვენ. როგორც მრევლი და სასულიერო პირები აცხადებენ, ისინი მხოლოდ მოლოცვას და იმ ადგილის ნახვას აპირებენ, სადაც “კაზანტიპი” უნდა ჩატარდეს.
“აქ ვიქნებით, სანამ განმუხურში არ შეგვიშვებენ. უნდა გვენახა ის ადგილი, სადაც ეს გარყვნილება ტარდება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფესტივალზე აპირებენ ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ”, – აცხადებს დეკანოზი გიორგი რაზმაძე ჟურნალისტებთან საუბარში.