აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

  აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან 22 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც ჟურნალისტებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განუცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში მარადჟამს იქნება.
“დღევანდელი დღე არის დღე რომელიც საქართველოს ისტორიაში დარჩება მარადჟამს. ეს დღე დარჩება არა მარტო იმიტომ, რომ ის აფხაზეთში ომის დაწყების თარიღია, არამედ იმიტომ რომ ჩვენ მსგავსი რამ არ უნდა დავუშვათ. დღევანდელი დღე უნდა იყოს ათვლის წერტილი იმ მშვიდობის გზაზე, რა გზაზეც დადის საქართველო. ომი არავის არ უნდა და ჩვენ უნდა ვიაროთ მშვიდობის გზით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ გზით გამარჯვებას მიაღწევს ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე”, – განაცხადა ყოლბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები