სასჯელაღსრულების მინისტრი მიხეილ სააკაშვილს საკნის “მოწყობას” ჰპირდება

  სასჯელაღსრულების მინისტრი სააკაშვილს საკნის “მოწყობას” ჰპირდება, – განცხადება გიორგი მღებრიშვილმა დღეს ყოფილი პრეზიდენტის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ პროკურატურას გააჩნია საკმარისი მტკიცებულები ამ ბრალდებასთან დაკავშირებით. არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რაზეც აუცილებლად გასაცემია არგუმენტირებული პასუხი. მე ვფიქრობ, სასამართლოს ამ ბრალის დამტკიცება არ გაუჭირდება, იმიტომ, რომ თუკი პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ ექნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ბრალს არ წარუდგენდა“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი საკანი, მღებრიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის შესაბამის საკანს “მოაწყობენ“.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში ედება ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები