რატი იონათამიშვილი – „ნაცმოძრაობაზე”: არეულობის უკან დგას კეზერაშვილი და მისი კრიმინალური ფული, სწორედ ამ ფულის გადანაწილებისთვის ნადირობას ვხედავთ

„ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად უნდოდა – ვადამდელი არჩევნები ჩანიშნულიყო, როგორც ჩანს, საკუთარ პარტიაში ჩანიშნა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” არეულობის უკან დგას არა მხოლოდ კეზერაშვილი, არამედ – მისი კრიმინალური ფული.

„ძალიან დრამატული საყურებელია, რაც ხდება და ერთია მნიშვნელოვანი, რომ გუშინ გაიხსნა ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლის კვალი, სავარაუდოდ, კეზერაშვილამდე მიდის და ახლა ტარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვადამდელი არჩევნები, რომლის კვალი ასევე კეზერაშვილამდე მიდის. ცხადია, ამ არეულობის უკან დგას არა მხოლოდ კეზერაშვილი, არამედ – მისი კრიმინალური ფული და სწორედ ამ ფულის გადანაწილებისთვის ნადირობას ვხედავთ ჩვენ. ის, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია, თავად აღიარა და ცდილობს, ფარულად ჰქონდეს გავლენები პოლიტიკაში, მათ შორის, მედიაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ამ მხრივ საინტერესოა ეს ყველაფერი”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები