პეტრიაშვილი სააკაშვილისა და “ნაციონალების” არამიზნობრივ ხარჯებს სამარცხვინოს უწოდებს

  სამარცხვინოა, რომ სააკაშვილი საკუთარ ხარჯებს მოქალაქეების ჯიბიდან ფარავდა – ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალის დამძიმების საკითხს.
როგორც პეტრიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, კარგია, რომ იქნა გამოძიებული და სინათლე მოეფინა ამ ძალიან სერიოზულ დანაშაულს. „ნაციონალური მოძრაობაც“ კი არ უარყოფს ხარჯების გაწევას პირადი მიზნებისთვის, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის ჯიბიდან იღებდნენ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები. ეს ნამდვილად სამარცხვინოა. კარგია, რომ იქნა გამოძიებული და ნათელი მოეფინა ამ ძალიან სერიოზულ დანაშაულს“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები