ნეპალში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.
ასევე, 5 ადამიანია დაშავებული და 2 – დაკარგული.
მიწისქვეშა ბიძგები ინდოეთშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია.
ნეპალში 2015 წელს ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად თითქმის 9 ათასი ადამიანი დაიღუპა, განადგურდა არაერთი ქალაქი და მრავალსაუკუნოვანი ტაძრები.
დღეს ასევე 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაშიც დაფიქსირდა.