ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ევროკომისიაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის ქალაქ ბრიუსელში იმყოფება, სადაც დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრების გამართვა ევროკომისიაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებისას განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.
ასევე განიხილავენ საქართველოს ევროსტრუქტურებში მეტი ინტეგრაციის საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი შეხვდება ევროკომისრებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური მომსახურების და კაპიტალის ბაზრების კავშირის, სამეზობლოს და გაფართოების, ბიუჯეტის და ადმინისტრაციის და ვაჭრობის საკითხებში და მათთან ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განიხილავს.
ვიზიტის მსვლელობისას, დაგეგმილია ვიცე-პრემიერის შეხვედრა ევროკონტროლის გენერალურ დირექტორ ემონ ბრენანთან, რომლის დროსაც განხილული იქნება ურთიერთობები სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები