ანაკლიაში „კაზანტიპის“ გასაპროტესტებლად მშვიდობიან მსვლელობას გამართავენ

  ანაკლიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მშვიდობიანი პარაკლისი მიმდინარეობს, რის შემდეგაც მრევლი და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მშვიდობიან მსვლელობას გამართავენ. სასულიერო პირები „კაზანტიპის“ საქართველოში ჩატარებას აპროტესტებენ და მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ. “ქართული დასის” ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, სამარცხვინოა, რომ სახელმწიფო პროსტიტუციას უჭერს მხარს.
“სამარცხვინო საქციელია, როცა სახელმწიფოს ზოგიერთი ჩინოვნიკი ცდილობს პროსტიტუციის მხარდაჭერით იშოვოს ფული. ასე თუ გაგრძელდება, ამ მთავრობას მომავალი არ ექნება”, – განაცხადა ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები