“ჩინეთი ტაივანში შესაძლოა, უახლოეს მომავალში შემოიჭრას” – ტაივანის პრეზიდენტი

“ჩინეთი ტაივანში შესაძლოა, უახლოეს მომავალში შემოიჭრას და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის”, – განაცხადა ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგვენმა, – წერს The Atlantic-ი.

პარალელურად, ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი, სამხედრო ფორმაში, ჩინელი სამხედროების მუშაობას აფასებს.

ვიზიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტმა სამხედროებს საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდა და „ბრძოლისა და გამარჯვების“ უნარის გაძლიერება უბრძანა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომზადება ყოვლისმომცველი უნდა იყოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჯარისკაცებისა და ოფიცრების სწორი იდეოლოგიური განათლების უზრუნველყოფა.

სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში ეპოქალური ცვლილებები ხდება და ასეთ პერიოდში აუცილებელია „ჩვენი სამშობლოს ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების მტკიცე დაცვა“.

მან თქვა, რომ სამხედროებმა მთელი ძალისხმევა სამხედრო საქმეებზე უნდა გაამახვილონ, ასევე, „გააუმჯობესონ ჯარის უნარები წარმატებული ომის დაჩქარებული ტემპით წარმართვაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები