“უკრაინას მოლაპარაკებებისთვის წინაპირობას არ ვუყენებთ, გარდა იმისა, რომ კიევმა კეთილი ნება გამოიჩინოს” – რუდენკო
“რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის “მოსკოვისთვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ.
“რუსეთი ყოველთვის ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, ისინი მოსკოვის ბრალეულობით არ გაწყვეტილა”, – თქვა დიპლომატმა და დასძინა, რომ “რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობებს არ უყენებს, გარდა იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოიჩინოს”.
მან გაიხსენა, რომ კიევმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს იყო მეზობელი ქვეყნის ხელისუფლების შეგნებული არჩევანი.