“ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნა დროებითია, ვადები 2020 წლის 10 ნოემბრის განცხადებაშია ჩაწერილი” – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 13-14 სექტემბერს მომხდარი მოვლენები სომხეთისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

ამის შესახებ მან შუშაში, სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

„ვასწავლით მათ ამ გაკვეთილს და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ გაიგებენ ამას და დაკავდებიან თავიანთი საშინაო საქმეებით, შეწყვეტენ ჩვენი მიწებისკენ ყურებას, ყარაბაღისკენ ყურებას. ყარაბაღი ჩვენი მიწაა, რუსი სამშვიდობოების იქ დროებით არიან დისლოცირებული. 2020 წლის 10 ნოემბრის განცხადებაში მითითებულია მათი ყოფნის ვადა“, – განაცხადა ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები