როგორი ფასები იქნება რესპუბლიკა „კაზანტიპში“?

  რესპუბლიკა „კაზანტიპის“ პროექტის დაწყებამდე ზუსტად 6 დღე რჩება. ანაკლიიდან განმუხურამდე ტერიტორიაზე 24- საათიანი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ფესტივალის პრესსამსახურის ცნობით, დასასრულს უახლოვდება ყველა მშენებარე ობიექტი: ბარები, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები. შენდება კარვების რამდენიმე დასახლება. მათივე ცნობით, კარვებს, ძირითადად, 3 კომპანია დგამს: „მასპინძელო“, „სამეფო“ და „Z-Aliens“.
კარვების ფასები 10 დოლარიდან იწყება და მაქსიმუმ 15-20 ევრომდეა, ფასები კი კომფორტის მიხედვით იცვლება. რაც შეეხება ფასებს ბარებში თუ საკვებ ობიექტებზე, როგორც „კაზანტიპის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რესპუბლიკა „კაზანტიპში“ თბილისის ფასებისგან დიდად განსხვავებული არ იქნება.
„ერთადერთი სხვაობა იქნება ის, რომ აქ 30000-მდე სტუმარს ელოდებიან ათეულობით ქვეყნიდან და ისეთი მასშტაბის შემსრულებლებს, რომელთა მსგავსიც საქართველოს ნამდვილად არ ახსოვს. შესაბამისად, ფაქტობრივად დასრულებულია ის გრანდიოზული 4 სცენაც, სადაც ვიხილავთ ჩამოსულ ვარსკვლავებს. ამას გარდა, შენდება უშველებელი ვიდოკედელი, რემონტდება სპორტული მოედნები ფეხბურთის, ფრენბურთის ტურნირების მოსაწყობად და, ზოგადად, სპორტული ღონისძიებებისთვის“, – აცხადებენ ფესტივალის პრესსამსახურში.
რაც შეეხება ფასებს კერძო სექტორში, მათივე ცნობით, ამ საკითხს რესპუბლიკა „კაზანტიპის“ მთავრობა ვერ არეგულირებს და არც ერევა. თუმცა, მათი თქმით, ეს ისევ და ისევ ადგილობრივი მოსახლეობის ბიუჯეტზე აისახება. ადგილობრივ მოსახლეობას მზად აქვს კერძო ტიპის სასტუმროები, დაახლოებით 17 000 სტუმრის მისაღებად. გუშინ დილიდან კი გაიხსნა ანაკლიის მუნიციპალური ბაზარი, სადაც 200-მდე მოვაჭრეს უფასოდ გადაეცა ადგილები. დილიდანვე მიმდინარეობდა ადგილობრივი თუ ჩამოსული ტაქსის მძღოლების რეგისტრაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები