სანდრო რაქვიაშვილი: რთულია, ენდო კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ანა დოლიძეს უფრო მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე – ბიძინა ივანიშვილს

ძალიან რთულია, ენდო კვლევის შედეგებს, მით უფრო, როდესაც ხედავ, რომ ამ კვლევის შედეგად, მაგალითად, ანა დოლიძეს უფრო მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს, – ასე აფასებს „გირჩის“ დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევები საქართველოს პოლიტიკის პრობლემური საკითხია.

„მართლაც ძალიან რთულია, ენდო კვლევის შედეგებს, მით უფრო, როდესაც ხედავ, რომ ამ კვლევის შედეგად მაგალითად, ანა დოლიძეს უფრო მეტი ადამიანი ენდობა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. ანუ, რაღაც პოლიტიკურად ეს აშკარად არ ჩანს. სხვათა შორის, ისიც მიკვირს, რომ პოლიტიკურ ლიდერებს შორის ჩვენი პარტიის არცერთი წარმომადგენელი  არასდროს ფიგურირებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები