პროექტისთვის – „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ გამოცხადებული კონკურსის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება

2022 წლის 12 სექტემბერს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, დეველოპერული პროექტისთვის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ გამოცხადდა ღია არქიტექტურული კონკურსი.

მონაწილეებს ნამუშევრებში უნდა წარმოედგინათ პროექტის საზოგადოებრივი ზონის ურბანული გარემოს მოწყობის მათეული იდეები და მიდგომები. საკონკურსო მასალების ჩაბარების ბოლო ვადად 2022 წლის 31 ოქტომბერი განისაზღვრა. 1-ელი ნოემბრიდან ჟიური აქტიურად მუშაობდა შემოსული პროექტების განხილვაზე, 7 ნოემბერს კი მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და სამი საუკეთესო პროექტი გამოავლინა. შედეგების პრეზენტაცია ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართება და დაჯილდოვდებიან კონკურსის გამარჯვებულები. გამარჯვებულთათვის დაწესებულია შემდეგი პრემიები:
• პირველი პრემია – 20 000 ლარი
• მეორე პრემია – 15 000 ლარი
• მესამე პრემია – 10 000 ლარი დეველოპერული პროექტი „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ 62 215 კვ.მ მიწის ნაკვეთს მოიცავს.
გენერალური გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ზონის გარდა, დაგეგმილია კომერციული ზონის განვითარებაც. შესაბამისად, პროექტი „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ ითვალისწინებს არა მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, არამედ სასტუმროს, ოფისების, საგანმანათლებლო და co-working (საერთო სამუშაო) სივრცეების, კვების ობიექტების, აფთიაქის, სავაჭრო ობიექტების, ფიტნესის, პარკინგისა და მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვადასხვა სივრცეების მოწყობასაც.
გამოცხადებული კონკურსი, პროექტის კომერციული ზონის ნაწილს შეეხებოდა და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა არქიტექტორს, ორგანიზაციასა და არქიტექტურულ სახელოსნოს. კონკურსის ჩატარების იდეა განაპირობა იმან, რომ აღნიშნული ტერიტორია ქალაქგეგმარებითი თვალთახედვით არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და თბილისის ამ ნაწილში ურბანული სივრცის ორგანიზებას ახლა ეყრება საფუძველი. პროექტის „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ ფარგლებში კი კომპანიას სურდა, სივრცის მოწყობის პროცესი მაქსიმალურად ღია გაეხადა საზოგადოებისთვის და გამოევლინა ისეთი იდეები და მიდგომები, რომელთა ფარგლებშიც შექმნიდა ქალაქის საერთო ქსოვილისთვის ბუნებრივ, ურბანული ღირებულების გარემოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსგავსი არქიტექტურული კონკურსები ძალიან იშვიათად ტარდება. მეტიც, ეს პირველი პრეცედენტია, როცა კერძო კომპანია ღია კონკურსს ატარებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას არ იღებს. საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში არიან: • ნიკა შავიშვილი – არქიტექტორი (ჟიურის თავმჯდომარე)
• ირაკლი მურღულია – არქიტექტორი
• ანა ბიბილაშვილი – არქიტექტორი
• გიორგი ინასარიძე – არქიტექტორი
• რატი ჩომახიძე – არქიტექტორი
• მიშა ბალიაშვილი – არქიტექტორი. R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები