ფხენიანი მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებას უარყოფს
ჩრდილოეთ კორეას რუსეთთან იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული შეთანხმება არასდროს გაუფორმებია და ამის გაკეთებასა არ აპირებს.
ასე გამოეხმაურნენ ფხენიანში ვაშინგტონის განცხადებას, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს შესაძლოა, საარტილერიო ჭურვებს აწვდიდეს, რომლებსაც მოსკოვი უკრაინაში იყენებს, – წერს BBC.
როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამია, „კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არასდროს გვქონია რუსეთთან იარაღის გარიგება და არც მომავალში ვგეგმავთ ამის გაკეთებას“.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ ფხენიანსა და მოსკოვს შორის ასეთი შეთანხმებების შესახებ ჭორების გავრცელება მიზნად ჩრდილოეთ კორეის რეპუტაციის შელახვას ისახავს.