ოლექსი რეზნიკოვი: “გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას” – უკრაინაში NASAMS და Aspide ჩაიტანეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ქვეყანაში NASAMS-ისა და Aspide-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები ჩაიტანეს.

მინისტრმა ამისთვის მადლობა აშშ-ს, ნორვეგიას და ესპანეთს გადაუხადა.

“უყურეთ, აქ ვინ არის! უკრაინაში NASAMS და Aspide ჩამოვიდნენ! ეს იარაღი საგრძნობლად გააძლიერებს უკრაინულ არმიას და ჩვენს ცას უსაფრთხოს გახდის. ჩვენ გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას, რომლებიც თავს დაგვესხმებიან”, – დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები