ირაკლი ზარქუა: თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება ძალიან უცნაური იყო, საკმაოდ მკაცრი, დამაფიქრებელი
“აღიარება ჰქონდა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს, სადაც თქვა, რომ თურმე უნგრეთის სამართლიანად, ობიექტურად, ღიად, საჯაროდ არჩეულ ხელისუფლებას სოროსი და ევროკავშირი ებრძვის, რომ ჩამოაგდოს და წააგეს ეს ბრძოლაო. ძალიან უცნაური განცხადება იყო, საკმაოდ მკაცრი, დამაფიქრებელი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ისურვებდა, რომ ევროპარლამენტის შესაბამის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინათ.
„აღიარება ჰქონდა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს, სადაც თქვა, რომ თურმე უნგრეთის სამართლიანად, ობიექტურად, ღიად, საჯაროდ არჩეულ ხელისუფლებას სოროსი და ევროკავშირი ებრძვის, რომ ჩამოაგდოს და წააგეს ეს ბრძოლაო. ძალიან უცნაური განცხადება იყო, საკმაოდ მკაცრი, დამაფიქრებელი. ვისურვებდი, ევროპარლამენტის შესაბამის წარმომადგენლებს ამაზე კომენტარი გაეკეთებინათ. უნგრეთის არჩეული ხელისუფლების ჩამოგდებაში დაადანაშაულა ევროპარლამენტი და ევროპელი მეგობრები, ამაზე, იმედია, კომენტარს გააკეთებენ“, – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, “ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “უნგრეთიც საინტერესოა. უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ. გაერთიანდა ყველა ორბანის წინააღმდეგ. გაკეთდა სრულიად უიდეო ალიანსი ორბანის პოპულისტური პარტიის დასამარცხებლად – ნაციონალ პოპულარული იობიკიდან დაწყებული, ლიბერალები, სოციალისტები, მწვანეები და ა. შ. საერთო ოპოზიციური პრაიმერი გააკეთეს. ასე შეარჩიეს მაჟორიტარი კანდიდატები და პრემიერობის კანდიდატი. ეს დიდი გაერთიანება კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით. სულ ახლახან, კრახით დასრულდა უიდეო ერთობა – ორბანს თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. კატასტროფიზმი პოპულიზმს ვერ ამარცხებს – უიდეო, მექანიკური გაერთიანებები და სოციალური ინჟინერია არ ამართლებს”.