სუბარი სააკაშვილის ხარჯებზე – მსგავსი რამ ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმების საკითხს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ნებისმიერ ქვეყანაში ექსპრეზიდენტის ასეთი საქციელი დასჯადია.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში გუშინ წარდგენილ ჩამოთვლილ ბრალდებათაგან საკმარისი იქნებოდა მისი იმპიჩმენტისთვის, გადაყენებისთვის და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების წაყენებისთვის. გუშინ რაც მოვისმინეთ, რვა მილიონი ეს არის მხოლოდ საიდუმლო ხარჯები. ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის დასჯადი. ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაზე ვერასდროს ვერ გვექნება პრეტენზია, თუ ასეთ რამეს დავტოვებთ ყურადღების გარეშე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.