შსს-ს სტატისტიკა – 6 თვეში ხანძრის 1703 შემთხვევა ფიქსირდება, შედეგად 38 პირი დაიღუპა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხანძრის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების 2010-2011წ.წ. და 2012-2013 იანვარ-ივნისის პერიოდის სტატისტიკას აქვეყნებს. სამინისტროს ცნობით, საქართველოში 2010 წელს ხანძრების საერთო რაოდენობამ შეადგინა 4330 ფაქტი, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება კახეთში – 787, ხოლო დაბალი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 82. აქედან დაღუპულია 40 და დაშავებულია 90 პირი. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ხშირ შემთხვევაში ფიქსირდება ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა (1219), ასევე ხშირია დაუდგენელი მიზეზებით გამოწვეული ხანძრები (2147). 2011 წელს ხანძრის რაოდენობის საერთო მაჩვენებელმა იკლო – 1007 ერთეულით, მაგრამ იმატა დაღუპული (45) და დაშავებული (109) პირების რაოდენობამ. ხანძრის გამომწვევ ყველაზე ხშირ მიზეზად ამ შემთხვევაშიც ფიქსირდება ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით (625) და დაუდგენელი მიზეზით (1769) მომხდარი ფაქტები. 2011 წელს საქართველოში ხანძრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღრიცხულია კახეთში 581, ხოლო დაბალი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში 42. 2012 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოში ფიქსირდება ხანძრების 2034 შემთხვევა. აქედან დაიღუპა (19) და დაშავდა (61) პირი. ხშირ შემთხვევაში ცეცხლის წარმოქმნის მიზეზი დაუდგენელია (1161), ასევე ხანძრის გამომწვევი მიზეზებიდან ხშირია ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა (473) და ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა (148).
2013 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოში ფიქსირდება ხანძრების 1585 შემთხვევა. აქედან დაიღუპა (28) და დაშავდა (48) პირი. ხშირ შემთხვევაში ცეცხლის წარმოქმნის მიზეზი დაუდგენელია (950), ასევე ხანძრის გამომწვევ მიზეზად ხშირად ფიქსირდება ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა (257) და ღუმელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა(147). განადგურდა (263) შენობა. დაიღუპა წვრილფეხა, მსხვილფეხა პირუტყვი (53). ხანძრების , მათი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ზოგადი მიმოხილვა. 2014 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოში ფიქსირდება ხანძრების 1703 შემთხვევა. აქედან დაიღუპა (38) და დაშავდა (61) პირი. ხშირ შემთხვევაში ცეცხლის წარმოქმნის მიზეზი დაუდგენელია (1005), ასევე ხანძრის გამომწვევ მიზეზად ხშირად ფიქსირდება ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობა (333) და ელ/მოწყობ.მოწყობისა და ექსპლუატაციის წესის დარღვა (149), განადგურდა (327) შენობა. დაიღუპა წვრილფეხა, მსხვილფეხა პირუტყვი (99).