კამპანიის – “ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისისა და რუსთავის მთავარ სამმართველოებს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისისა და რუსთავის მთავარ სამმართველოებს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის 55-ე და 128-ე, ასევე, რუსთავის მე-7 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა დაათვალიერეს. “მოსწავლეებს მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და მათზე რეაგირების შესახებ ცოდნა გაუზიარეს. ბავშვებმა თბილისის მთავარ სამმართველოში არსებული სახანძრო მუზეუმიც დაათვალიერეს და იქ დაცულ მასალებს დეტალურად გაეცნენ.
სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სისტემატურად სტუმრობენ. მოზარდების ვიზიტის მთავარი მიზანია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ისტორიისა და უსაფრთხოების ნორმების გაცნობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები