“უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ერთ ან ორ წელზე მეტი დასჭირდება” – ევროკომისარი
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარგეი მიიჩნევს, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ერთ ან ორ წელზე მეტი დასჭირდება.
ამის შესახებ გამოცემა Welt-ი წერს.
„დიდი მოცულობის სამუშაოს გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის შიდა ბაზარზე მონაწილეობისთვის, ასევე, პოლიტიკის სფეროში სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებისთვის, ამას, სავარაუდოდ, ერთ ან ორ წელზე მეტი დრო დასჭირდება“, – თქვა ვარგეიმ.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უკრაინა მოწოდებულია, რეფორმები სწრაფად განახორციელოს.
„ეს დადებითია მიდგომაა, მაგრამ შვიდივე რეფორმა სწრაფად ვერ განხორციელდება“, – განაცხადა ვარგეიმ.