თემურ ჯანაშიამ პროკურატურის შენობა დატოვა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ პროკურატურის შენობა დატოვა.

ჯანაშიამ ბრალის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

“უკანონო არაფერი ჩამიდენია, არც მე არც ჩემს წინამორბედს”, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი ბრალდებულის ადვოკატმაც გააკეთა. როგორც გოგიტა გაბაიძემ აღნიშნა, ბრალის წარდგენა მოხდა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე, რაც გაფლანგვას გულისხმობს. საქმე კი 12 ტომს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები