CNN: აშშ-ის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ირანს რუსეთისგან ბირთვული პროგრამის გასაძლიერებლად დახმარების მიღება სურს

BUSHEHR, IRAN - NOVEMBER 10: The groundbreaking ceremony of Bushehr Nuclear Power Plant, held in Bushehr, Iran on November 10, 2019. Construction works continue at the site. (Photo by Fatemeh Bahrami/Anadolu Agency via Getty Images)

ირანს რუსეთისგან ბირთვული პროგრამის გასაძლიერებლად დახმარების მიღება სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანმა რუსეთს დამატებითი ბირთვული მასალების შესაძენად და ბირთვული საწვავის საწარმოებლად დახმარება სთხოვა.

საწვავის წარმოება შესაძლოა ირანს მისი ბირთვული რეაქტორების ამოქმედებაში დაეხმაროს და კიდევ უფრო შეამციროს ის დრო, რაც თეირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები