“მე ვეუბნები ჯო ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა” – იბრაჰიმ რაისი
ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პასუხობს და აცხადებს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა.
ბაიდენი კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის ფარგლებში კალიფორნიაში სიტყვით გამოსვლისას ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და თქვა: „არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“.
თეირანში აშშ-ის საელჩოში შეჭრის 43-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას, იბრაჰიმ რაისიმ 1979 წლის ისლამურ ევოლუციაზე ისაუბრა.
„მე ვეუბნები ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა“, – განაცხადა ირანის ლიდერმა თეირანში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.