“ჩრდილოეთ კორეის ბირთვული თავდასხმა კიმის რეჟიმს დაასრულებს” – ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან, ლი ჩჟონ სოპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ შეერთებული შტატების ან სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა კიმ ჩენ ინის რეჟიმს დაასრულებს.
ამის შესახებ Politico წერს.
”შეერთებული შტატებზე, მათ მოკავშირეებსა და პარტნიორებზე ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა, მათ შორის, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია და კიმის რეჟიმს დაასრულებს”, – თქვა ოსტინმა.
მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ Vigilant Storm-ის სამხედრო სწავლებას ახანგრძლივებენ, რომელთან დასრულება დღეს უნდა მომხდარიყო.
„კონსულტაციები გავმართე მდივან ლისთან და გადავწყვიტეთ, გავაგრძელოთ ჩვენი დიდი ხნის დაგეგმილი წვრთნები – Vigilant Storm, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი მზადყოფნა და თავსებადობა“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
წვრთნებში 240-მდე თვითმფრინავი, ასევე, ათასობით ამერიკელი და სამხრეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.