რუსეთში ჩრდილოეთ კორეული მოდა ბრუნდება – მოსკოვი ფხენიანიდან ტანსაცმლის და ფეხსაცმლის იმპორტით არის დაინტერესებული

რუსეთი ჩრდილოეთ კორეიდან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტით არის დაინტერესებული.

ამის შესახებ რუსულ მედიას ფხენიანში რუსეთის საელჩოში განუცხადეს.

ამასთან, დიპლომატიურ მისიაში ხაზს უსვამენ, რომ “ყველა მსგავსი პროექტი უნდა განხორციელდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გარკვეული საქონლის იმპორტს კრძალავს”.

აღნიშნულია, რომ საუბარი ჩრდილოეთ კორეასთან ტანსაცმლის იმპორტის სფეროში თანამშრომლობის დაწყებაზე კი არ მიდის, არამედ – მის აღდგენაზე, რადგან „1980-90-იან წლებში სახელმწიფოები აქტიურად თანამშრომლობდნენ ამ მიმართულებით. ჩრდილოეთ კორეის ათობით საწარმო რუსეთს წელიწადში 300 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების პროდუქციას აწვდიდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები