ბაიდენი: აშშ ირანს მალე “გაათავისუფლებს”

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს მალე “გაათავისუფლებს”.

ამის შესახებ ბაიდენმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას თქვა, წერს Reuters.

„არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა კალიფორნიაში გამოსვლისას.

ბაიდენს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად, რის გაკეთებას აპირებს აშშ-ის მთავრობა „ირანის გასათავისუფლებლად“.

პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებაზე თეთრ სახლში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები