Moscow City-ის შენობაში, სადაც მინისტრები პუტინთან online შეხვედრაზე იყვნენ, შუქი ჩაქრა

Moscow City-ის შენობაში, IQ კვარტალში, სადაც რუსეთის ეკონომიკის განვითარების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო და საკომუნიკაციო კავშირების სამინისტროა განთავსებული, ელექტროენერგია გაითიშა.

პუტინი მთავრობის წევრებთან ონლაინ შეხვედრას მართავდა, რა დროსაც მინისტრები – მაქსიმ რეშეტნიკოვი და დენის მანტუროვი თავიანთ კაბინეტებში სიბნელეში აღმოჩნდნენ.

„იმედი მაქვს, სარემონტო სამუშაოები, რომელიც თქვენს კომპლექსში ტარდება, ანგარიშის გაკეთებაში ხელს არ შეგიშლით“, – განუცხადა პუტინმა მინისტრებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები