პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრი დაჭრეს (ვიდეო)
პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრი, იმრან ხანი ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქ ვაზირაბადში საპროტესტო მსვლელობისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს.
როგორც BBC მისი პარტიის წვერებზე დაყრდნობით წერს, ხანთან ერთად კიდევ ადამიანია დაჭრილი, თუმცა, ყველა მათგანი ცოცხალია.
ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
70 წლის იმრან ხანი ხელმძღვანელობდა მსვლელობას, რომელიც დედაქალაქ ისლამაბადისკენ მიემართებოდა და რომლის მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
იმრან ხანის უფროსმა თანაშემწემ AFP-ს განუცხადა, რომ ”ეს იყო მისი მოკვლის მცდელობა”.
პაკისტანური ტელეარხი – Geo TV იტყობინება, რომ ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია.
ოქტომბერში პაკისტანის საარჩევნო კომისიამ იმრან ხანს საჯარო თანამდებობის დაკავება აუკრძალა იმ საქმის გამო, რომელსაც თავად ხანი ,,პოლიტიკურად მოტივირებულს,, უწოდებს.
კერძოდ, იმრან ხანს ბრალი ედება უცხოელი ჩინოვნიკების საჩუქრებისა და მათი სავარაუდო გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების არასწორად დეკლარირებაში. საჩუქრები მოიცავდა, მათ შორის, Rolex-ის საათებს, ბეჭედს და სხვა.