ჩრდილოეთ კორეამ დღეს კიდევ 3 ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ დღეს ერთი შორი რადიუსის და ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის სამხედროები ავრცელებენ.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შორი რადიუსის რაკეტა ადგილობრივი დროით 07:40 საათზე იაპონიის ზღვისკენ სუნანის რეგიონიდან იყო გაშვებული, ხოლო მცირე რადიუსის რაკეტები 08:39 საათზე – სამხრეთ პიონგანის პროვინციიდან.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეის სამხედროები „შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით ინარჩუნებენ სრულ მზადყოფნას და ზრდიან მეთვალყურეობას და სიფხიზლეს“.
2 ნოემბერს ფხენიანმა 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რაც კიმ ჩენ ინის მმართველობის პერიოდში ერთ დღეს ჩატარებული წვრთნების რეკორდული მაჩვენებელია.