მელიტოპოლში ის ქარხანა ააფეთქეს, სადაც ოკუპანტების შტაბი იყო განთავსებული
რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება მოხდა.
როგორც ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა ტელეგრამში დაწერა, გამთენიისას ქალაქის “სამხრეთ ნაწილში ხმაური იყო”.
მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, “რაშისტების” მიერ დაკავებული “რეფმას” ქარხნის ნაწილი ჩამოინგრა, რომელსაც ოკუპანტები პერსონალის ერთ-ერთ მთავარ შტაბად იყენებდნენ.
დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.
მელიტოპოლი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ 26 თებერვლიდან იმყოფება, ქალაქი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა უკვე დატოვა.