ყახაზეთში მაღაროში აფეთქებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში, ყარაგანდას რაიონში, მაღაროში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, 106 მაღაროელი ევაკუირებულია.

ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად კომისია შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები