Reprieve: გუანტანამოს უხუცესი პატიმარი თითქმის 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის გარეშე გაათავისუფლეს
გუანტანამოს უხუცესი პატიმარი თითქმის 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის გარეშე გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია Reprieve-ი ავრცელებს.
„ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა 75 წლის საიფულა პარაჩა თავის ოჯახს სუსტ მოხუც კაცად უბრუნდება. ეს უსამართლობა ვერასდროს გამოსწორდება“, – წერს ორგანიზაცია Twitter-ის გვერდზე.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საიფულა წარმატებული ბიზნესმენი იყო, რომელიც ამერიკელებმა ტაილანდიდან გაიტაცეს.
„ის გადაიყვანეს ბაგრამის ავიაბაზაზე, რომელიც ცნობილია დაკავებულთა საშინელი წამებით. ერთი წლის შემდეგ კი ის გუანტანამოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა აშშ-ში პატიმრობის დროს. 2021 წლის მაისში აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოებმა მის გათავისუფლებას ნება დართეს, მაგრამ მხოლოდ ახლა გაათავისუფლეს“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
🚨BREAKING: Oldest Guantánamo detainee released after almost 20 years detained without charge or trial.
This is a huge win but Saifullah Paracha, 75, returns to his family a frail old man, after being taken in the prime of his life. That injustice can never be rectified. 🧵 pic.twitter.com/L4mErhHL7A
— Reprieve (@Reprieve) October 29, 2022