“გამარჯვების მერე ყირიმში ჩავალ, ზღვაზე მინდა, მაგრამ არა – ზამთარში, რა ვაკეთო ზღვაზე ზამთარში” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირველი, რასაც გააკეთებს რუსეთზე გამარჯვების შემდეგ – ჩავა ყირიმში, რადგან ძალიან უნდა ზღვაზე წასვლა.

ამის შესახებ მან ჩეხეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“პირველი, რასაც გავაკეთებ გამარჯვების შემდეგ – ჩავალ ყირიმში. ძალიან მინდა, ზღვა ვნახო”, – თქვა მან.

კითხვაზე, როდის შეიძლება – ეს მოხდეს, ზელნსკიმ უპასუხა: “ზამთარში არა. რა ვაკეთო ზამთარში ზღვაზე? ის მაშინ ჩავალ, როდესაც ცოტა დათბება”.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ უკრაინამ რუსეთი უკვე მომავალი წლის ზაფხულისთვის დაამარცხოს, პოლიტიკოსი ამბობს: “ძალიან მინდა. მე ეს ძალიან მინდა. დიდი გამარჯვება გვექნება. ვიმედოვნებ, რომ ის მალე დადგება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები