“მოსკოვმა იცის კიევის განზრახვა, განათავსოს ნატო-ს ქვეყნების ბირთვული იარაღი” – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, “მოსკოვისთვის ცნობილია, რომ კიევი “ბინძური ბომბის” შექმნას, ასევე, ნატო-ს წევრი ქვეყნების ბირთვული იარაღი განთავსებას ცდილობს”.

ამის შესახებ მან რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის უწყებების ერთობლივი კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.

შოიგუს თქმით, „კიევის რეჟიმი დაპირისპირების აკრძალულ მეთოდებს მიმართავს, მათ შორის, ტერორისტულ თავდასხმებს, შეკვეთილ მკვლელობებს, მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე იარაღიდან დაბომბვებს, ასევე, მათ ფარად გამოყენებას“.

“მაგრამ დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, ეს ყველაფერი არ შეამჩნიონ. უფრო მეტიც, ისინი ხელს უწყობენ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციას. მუდმივად მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებული ძალების იარაღით და საბრძოლო მასალებით მომარაგება”, – დასძინა შოიგუმ.

ასევე, რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატო უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის, რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო და სანქციების ომს აწარმოებს.

„ნატო მათ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის, ახორციელებს პირდაპირ სამიზნე დანიშნულებას, აგზავნის თავის სამხედრო მრჩევლებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უცხოელ დაქირავებულებს აწვდის, ჩვენ წინააღმდეგ საინფორმაციო და სანქციების ომს აწარმოებს“, – თქვა შოიგუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები