ირაკლი ზარქუა – ჟურნალისტებს: ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაც მედია ტირანიისგან თავისუფალია – “იმედის” დარბევა, თქვენი კოლეგების დასახიჩრება, რაც 2012 წლამდე ხდებოდა წარსულს ჩაბარდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს – სამართლიანობის აღდგენაა.

“ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელიც კანონებით იმართება. არა და, ვერ გახდება დანაშაულზე პასუხისმგებლობის აცილების ინდულგენცია ჟურნალისტობა ან დეპუტატობა…

ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაც მედია ტირანიისგან თავისუფალია. “იმედის” დარბევა, თქვენი კოლეგების დასახიჩრება, რაც 2012 წლამდე ხდებოდა – წარსულს ჩაბარდა. საქართველო მედია თავისუფლების კუთხით დაწინაურდა.

სასამართლო პროცესი, რაც მიდის – ეს არის სამართლიანობის აღდგენა”, – განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები