“მსოფლიოს არასტაბილური ვითარების პირობებში, სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რუსეთის ფედერაციას ეყრდნობა” – ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვთან შეხვედრაზე 

“არასტაბილური საერთაშორისო ვითარების პირობებში, სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რუსეთის ფედერაციას და მის შეიარაღებულ ძალებს ეყრდნობა”, – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.

„არასტაბილური საერთაშორისო ვითარების პირობებში, მეგობარს უნდა დავეყრდნოთ, მეგობარ ქვეყანას და ამაში მხოლოდ რუსეთს ვხედავთ, მის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც განლაგებულია სამხრეთ ოსეთში. დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებთ რუსეთის ერთგულებას აღებული ვალდებულებების წინაშე“, – განაცხადა ჯიოევმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საიმედო გარანტი, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას და სტაბილურობას”, ასევე, მან  მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელმძღვანელობასა და ხალხს “მასშტაბური სოციალური და ეკონომიკური დახმარებისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები