ფხენიანმა 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა – სეულმა სამი რაკეტით უპასუხა

ჩრდილოეთ კორეამ დღეს, სულ მცირე, 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც კიმ ჩენ ინის მმართველობის პირობებში ერთ დღეში გაშვებული რაკეტების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

აღნიშნულია,რომ რაკეტების გამოცდა ერთი დღის შემდეგ მოხდა, რაც ფხენიანი აშშ-ს დაემუქრა “ძლიერი მოქმედებებით”, თუ ის პარტნიორებთან, მათ შორის, სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნებს არ შეწყვეტს. აღნიშნული ფხენიანში ბირთვული იარაღის გამოყენების ფარულ საფრთხედ არის აღქმული.

დღეს გაშვებულმა ერთ-ერთმა რაკეტამ სამხრეთ კორეის საზღვაო საზღვარი გადაკვეთა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ-იოლმა ეს ტერიტორიულ დარღვევად შეაფასა. სეულმა საპასუხოდ საერთაშორისო წყლებში “ჰაერი-მიწა” ტიპის სამი რაკეტა გაუშვა.

ასევე, ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ, უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე საჰაერო მარშრუტი დახურეს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის, სულ მცირე, 10 რაკეტა გაუშვა.

სამხრეთ კორეის სამხედროების თქმით, კიმის მმართველობის დროს ერთ დღეში გაშვებული რაკეტების მაქსიმალური რაოდენობა 5 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც 8 რაკეტა იყო გაშვებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები