საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მტირალას ეროვნულ პარკში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
მაშველებმა მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობა უმოკლეს დროში დაამონტაჟეს და ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს.
უწყების ცნობით, სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს 7 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.