“გიჟი უნდა იყოს” – ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე
ბრიტანეთის ყოფილ პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს არ სჯერა, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ან რომელი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
“არ მგონია, რომ ამას გააკეთებს. გიჟი უნდა იყოს, რომ ეს გააკეთოს”, – თქვა ჯონსონმა.
როგორც ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, ბირთვული იარაღის გამოყენება ნიშნავს, რომ პუტინი „დაუყოვნებლივ შეიტანს განაცხადს ცივილიზებული ქვეყნების კლუბიდან რუსეთის გასვლის შესახებ“.
მისი თქმით, ასეთი სცენარი რუსეთის ფედერაციისთვის „სრული კატასტროფა“ იქნებოდა, რადგან ის “ეკონომიკურ გაყინვას” დაექვემდებარება.
ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში პუტინი „გლობალური თანხმობის მდუმარე ნაწილს დაკარგავს, რომელიც მას აქვს“.