ისრაელში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს

ეგზიტპოლების მიხედვით, ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი იმარჯვებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტელეარხ Kan-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ 30 მანდატს მიიღებს, ხოლო მემარჯვენე ბლოკი კი 120-ადგილიან პარლამენტში 62 მანდატს მოიპოვებს.

რაც შეეხება კოალიციას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი ხელმძღვანელობს, ის მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სავარაუდოდ, 54 მანდატს მოიპოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები