ჰიუსტონში რეპერი Takeoff მოკლეს
ამერიკელი რეპერი, ჰიპ ჰოპ ტრიოს Migos-ის ყოფილი წევრი Takeoff მოკლეს.
შემთხვევა ჰიუსტონის ერთ-ერთ ბოულინგის კლუბში მოხდა.
Takeoff ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან ერთად დახურული წვეულებაზე იმყოფებოდა. სამაგიდო თამაშის დროს დაწყებული კონფლიქტი თავდაპირველად ხელჩართულ ჩხუბში, შემდეგ კი სროლაში გადაიზარდა.
ამასთან, როგორც პოლიცია აცხადებს, წვეულებაზე დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.