ზელენსკი: რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% სერიოზულად დააზიანა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან, კადრი სიმსონთან შეხვედრაზე უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემდგომი ნაბიჯები განიხილა.

ზელენსკიმ ევროკომისარს რუსეთის მხრიდან განხორციელებული ტერორიზმის შედეგების შესახებ აცნობა, რომელმაც უკრაინის მთელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40% სერიოზულად დააზიანა, კერძოდ – ჰიდრო და თბოელექტროსადგურები.

„სამწუხაროდ, რუსეთის მიერ ჩვენს ენერგოსისტემაზე სარაკეტო დარტყმების გამო, ჩვენ ეს პროცესი შევაჩერეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს აღვადგენთ და უფრო მშვიდ დროში, როდესაც ჩვენს ენერგოსისტემაში მდგომარეობა დასტაბილურდება, ჩვენ გავაგრძელებთ ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა უკრაინის ეკონომიკის, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი პლატფორმის შექმნის მიზანშეწონილობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები